პირველი დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის,რადგან საკითხი ,,პროექტებით სწავლება" და პარალელურად ტექნოლოგიების გამოყენებაც ამ პროცესში ვთვლი,  რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში, რადგან მოსწავლეები პროექტის კეთებისას  თვითონ არიან აქტიურნი.  სრულყოფილად პროექტის კეთება ჩემთვის  ახალია და ამასთან დაკავშირებით ყველაფერი საინტერესოა ჩემთვის. დღევანდელ დღეს გავეცანი პროექტის კეთების  ჩონჩხს, იმ პროცედურებს რაც მჭირდება პროექტის დასაგეგმად. როგორც მივხვდი პროექტის დასაწყებად მნიშვნელოვანია მისი თითოეული ეტაპის გავლა. ტრენინგზე ყველაფერი გასაგებად იყო გადმოცემული და მარტივად ავითვისე. საშინაო დავალებაც გასაგები და მარტივია.

Комментарии

Популярные сообщения